უცხოური მედიის ცნობით, ათათურქის აეროპორტში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა. დაჭრილია 40.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აეროპორტში 2 აფეთქება მოხდა. აფეთქებას თან ახლდა სროლის ხმაც.
უწყების ცნობით, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწაფო დახმარების ბრიგადები.