თბილისში ჟურნალ HELLO!-ს პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება SOLO LOUNGE-ში აბაშიძეზე ჩატარდა და HELLO!-ს რედაქციამ მედიასთან და კომპანიების ტოპ მენეჯმენტთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. საღამოს ასევე სამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე სარედაქციო ჯგუფმა ბრენდის ისტორიაზე, კონცეფციასა და ამიერ კავკასიის ბაზრის ათვისების გეგმებზე ისაუბრა.
”საქართველო ამიერკავკასიის პირველი ქვეყანა იქნება, სადაც HELLO! ჟურნალით, ტაბლეტ ვერსიით, ვებპორტალით, სმარტფონ აპლიკაციითა და სოციალური მედიის სხვადასხვა არხით გამოჩნდება და მედიასივრცეში მაღალ ღირებულებებს დაამკვიდრებს. პატივისცემა, სანდოობა, უტყუარი ფაქტები და დახვეწილი გემოვნება იქნება ის, რაც HELLO!-ს სხვა ჟურნალებისგან გამოარჩევს”, – განაცხადეს ჟურნალის რედაქციაში.
მათივე ინფორმაციით, HELLO!-ს მედია მიღებას სპეციალურად ესპანეთიდან მოწვეული სტუმარი, ცნობილი ესპანელი მხატვარი აუგუსტო ფერერ დალმაუ დაესწრო.