ატლანტის ოკეანეში, ჯორჯიის სანაპიროსთან სატვირთო გემს ცეცხლი წაეკიდა და ამოყირავდა.
ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია abcnews ავრცელებს.
ინციდენტის დროს, ბორტზე 24-კაციანი ეკიპაჟი იმყოფებოდა. მაშველებმა ოცი მათგანის გადარჩენა შეძლეს, ოთხ მტვირთავს კი ამ დრომდე ეძებენ.
“მაშველები ყველაფერს აკეთებენ დაკარგულების მოსაძებნად და გადასარჩენად. საქმე არა მხოლოდ 4 ადამიანის გადარჩენას, არამედ მაშველების გუნდის უსაფრთხოებასაც ეხება” – აცხადებენ სანაპირო დაცვაში.
როგორც ცნობილია, გემის მფლობელი სამხრეთ კორეული კომპანიაა და მას ავტომობილები გადაჰქონდა.
გემზე ცეცხლი კვირას დილით გაჩნდა. მიზეზებს გამოძიება იკვლევს, თუმცა აცხადებენ, რომ შესაძლოა ეს ყველაფერი ამინდმა გამოიწვია.