სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“ ახალი, თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი სერვის ცენტრი გახსნა.
როგორც ”ფორტუნას” სადაზღვევო კომპანიიდან აცნობეს, მომსახურების სფეროში ინოვაციური ტენდენციების დანერგვა-განვითარება „ალდაგის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
„სწორედ ამიტომ, ახალი მომსახურების ცენტრი პირველი იქნება ქართულ სადაზღვევო ბაზარზე, სადაც მომხმარებლები თანამედროვე, სრულიად ახალი პრინციპის სერვისების მიღებას შეძლებენ. სერვის სივრცის კონცეფცია კომპანიის მომსახურების მენეჯერებსა და კლიენტებს შორის ურთიერთთანამშროლობას გულისხმობს. აქ მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, საქმიანი შეხვედრა დანიშნონ „ალდაგის“ წარმომადგენელთან, რათა ერთობლივად დაგეგმონ რისკების მართვისა და ზარალის ანაზღაურების პროცესი. მომსახურების სივრცე აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურატურით, რაც მომხმარებლებს სწრაფი და გამარტივებული სერვისების მიღებაში დაეხმარება და ასევე, სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის“,- განაცხადეს ”ალდაგში”