50 წლის ასაკში ყველა ქალმა იცის, რომ წლების მატებასთან ერთად ორგანიზმში ცვლილებები მიმდინარეობს, სხეული და კანი კარგავს ძველებურ ფორმებს, განსაკუთრებით სამწუხარო კი სახეზე ნაოჭების გაჩენაა. მართალია, თანამედროვე კოსმეტოლოგიას შეუძლია, სრულად გადაჭრას თქვენი პრობლემები გარეგნობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინექციით, თუმცა ეს პროცედურები საკმაოდ ძვირადღირებულია და ხშირად, არც ისე უსაფრთხოა.
ამასთან, შესაძლებელია უფრო ხელმისაწვდომი და საკმარისად ეფექტური მეთოდები კორექციის, რომელიც საშუალებას მოგვცემს, შევუნარჩუნოთ სახეს ახალგაზრდობა და აღარ დაგვჭირდეს ძვირფასი „გამაახალგაზრდავებელი“ კრემები, რომელიც კარგად ატენიანებს და კვებავს კანს.
როგორ მოვამზადოთ ნაოჭების საწინააღმდეგო ზეთი სახლის პირობებში
აბუსალათინის ზეთი იდეალური პროფილაქტიკური საშუალებაა ნაოჭების მოსაშორებლად. არ იწვევს ალერგიას, ამიტომ შეგიძლიათ წასვათ სახის ყველაზე მგრძნობიარე ადგილასაც, მაგალითად – თვალის გარშემო. გამოყენებამდე, უმჯობესია, აბუსალათინის ზეთი ოდნავ შევათბოთ, საკმარისია გავაცხელოთ კოვზი და ისე გადმოვიღოთ ბოთლიდან.
თუ აბუსალათინის ზეთს 1 თვის განმავლობაში გამოიყენებთ, დაივიწყებთ ნაოჭებს, ან – ოდნავ შესამჩნევად დაგრჩებათ სახეზე. გარდა დამარბილებელი ეფექტისა, აბუსალათინი საგრძნობლად ზრდის წამწამების სიგრძეს.
ზეითუნის ზეთი : თვალის გარშემო გაჩენილი ნაოჭბისთვის საუკეთესო საპროფილაქტიკო საშუალებაა. უმჯობესია, თუ ამ ზეთის კომპრესებს გაიკეთებთ. 50 მლ ზეითუნის ზეთი და 10 მლ ვიტამინი E შეურიეთ ერთმანეთში, სითხეში დაასველეთ ნაჭერი ან მარლა და დაიფინეთ თვალებზე და ყვრიმალებზე.
თვალების ქვემოთ კი, უმჯობესია, მასა 10 წუთის განმავლობაში მსუბუქი მოძრაობით შეიზილოთ და შემდეგ ხელსახოცით მოიწმინდოთ.
ასეთი კომპრესი ძილამდე ცოტა ხნით ადრე უნდა დაიფინოთ სახეზე. შედეგის გასაუმჯობესებლად, შეგიძლიათ, 2-3 წვეთი ლიმონი დაამატოთ.