უცხო პირები კომპანია „უნიქარდის“ სახელით თაღლითურ ქმედებას ახორციელებენ. ამის შესახებ ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს. ”უნიქარდი” აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
”გაცნობებთ, რომ კომპანია „უნიქარდის“ სახელით დაუდგენილი პირები ახდენენ პერსონალური/პირადი მონაცემების შეგროვებას მოქალაქეებისგან. გთხოვთ, არ გასცეთ პირადი მონაცემები უცხო პირებზე, რადგან „უნიქარდი“ ამჟამად არ ახორციელებს რაიმე ტიპის გამოკითხვას. ზოგადად, კომპანია არ იყენებს მონაცემთა კარდაკარ შეგროვების მეთოდს. „უნიქარდში“ მონაცემთა შევსება მხოლოდ დაცული არხების საშუალებით ხდება: მობილური აპლიკაცია, ვებ-გვერდი, სატელეფონო ცენტრი ან მომსახურების ცენტრი.
კომპანიაში მიღებულია ზომები, რათა აღკვეთილ იქნას თაღლითური საქციელი, რომელიც „უნიქარდის“ სახელით ხორციელდება. მსგავსი შემთხვევის დაფიქსირებისას, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ტელეფონით ნომერზე 032 2555222, დატოვოთ შეტყობინება ვებ-გვერდზე www.unicard.ge „ონლაინ კონსულტაციის“ ფანჯარაში, ან მოგვწეროთ შეტყობინება ელ.ფოსტაზე [email protected]”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.