სასამართლოს გადაწყვეტილება და სანქციები რუსთავი 2-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს – კახა დამენია საქართველოს ტერიტორიას ამ ეტაპზე ვერ დატოვებს და თან 50 ათას ლარიან გირაოს გადაიხდის.
მოსამართლემ განაჩენი ცოტა ხნის წინ გამოიტანა, რომელიც პროკურატურის არგუმენტს დაეყრდნო – არსებობს მიმალვის საფრთხე, ასევე გამოძიებისთვის ხელის შეშლა.
კახა დამენიას გამოძიება ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება.
იმავე ოდენობის გირაო აქვს შეფარდებული კიდევ ერთ დაკავებულს – “ინტერ მედია პლიუსის” დირექტორს.
შეგახსენებთ, უკვე დაიკითხა ნიკა გვარამია. მისი თქმით, გამოძიებას აინტერესებდა, რატომ ფორმდებოდა სარეკლამო კონტრაქტები ამა თუ იმ თანხაზე.