თურქეთში აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, ათი კი დაშავდა,- ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აფეთქება ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში მოძრავი ავტომობილი აფეთქდა, რომელსაც სოფლის მცხოვრებლები გადაჰყავდა. ავტომობილმა გზაზე დამონტაჟებულ ასაფეთქებელ მოწყობილობას გადაუარა და აფეთქდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლება „ქურთების მუშათა პარტიას“ აკისრებს.