ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ტურისტული სეზონის დაწყებამდე, როგორც ადგილობრივმა, ასევე რუსულმა მედიასაშუალებებმა, არაერთი საკურორტო-სარეკლამო რგოლი მოამზადეს და გააშუქეს. განსაკუთრებით მიმზიდველი ჩანდა შავი ზღვის სანაპიროს საკურორტო ზონა (https://www.youtube.com/watch?v=pqVXz0VXBOE), რომელიც ტურისტებს მაქსიმალურ კომფორტს, გართობას, თავგადასავლებს და უსაფრთხო დასვენებას თავაზობდა. ( https://www.youtube.com/watch?v=8H87YbUJIaI)
თუმცა ჯერ კიდევ საზღვარზევე ე.წ. აფხაზურმა მილიციამ ტურისტებს საჭირო რჩევები მისცა. მაგალითად, გაფრთხილებოდნენ პირად ნივთებს და კუთვნილ ავტომანქანას. ასევე, საეჭვო გარეგნობის უცხო პირისადმი ნდობა არ გამოეჩინათ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მიმდინარე სეზონი არ გამოირჩეოდა ტურისტების რაოდენობით, მოსახლეობა კი პრობლემას მოუგვარებელი ინფრასტრუქტურით და რეგიონში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის ზრდით ხსნის.
არც ერთ აფხაზურ და მით უმეტეს რუსულ მედიასაშუალებებს არ გაუშუქებიათ მსგავსი პრობლემები, თუმცა სოციალურ ქსელში რამდენიმე უკმაყოფილო ტურისტის მიმართვა მაინც გავრცელდა. (https://www.youtube.com/watch?v=QuG7BekuyN4)
მათ შორის რუსი დამსვენებლები, რომლებიც ყვებიან დაბინძურებულ სანაპიროზე, ფასების კატასტროფულ ზრდაზე, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე, მომსახურეობის დაბალ დონეზე და ამ ყველაფერთან ერთად მათ მიმართ უპატივცელმობაზე. (https://www.youtube.com/watch?v=1W81Na3_flc)
სოციალურ ქსელშივე გავრცელდა მასალა, სადაც ჩანს თუ როგორ აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შუერაცხყოფას აფხაზი ახალგაზრდები რუს ტურისტებს.
შავი ზღვის აფხაზეთის სანაპირო ზოლი რომ დაბინძურებულია და სასწრაფო გაწმენდით სამუშაოებს საჭიროებს, ამას ერთ-ერთი აფხაზური ინტერნეტ გვერდი GAL TV (https://www.facebook.com/GalTv.rgt/) ავრცელებს და მოუწოდებს ყველას დასუფთავების საქმეში მიიღონ მონაწილეობა. ამავე გვერდზე არის მითითებული დაბინძურებული სანაპიროს ამსახველი ფოტომასალაც.
კოლეგა ჟურნალისტი, აფხაზური მედიაორგანიზაციიდან (კონფედენციალურობა დაცულია) ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრის დეტალებზე გვიყვება. მისივე ცნობით, მთავარი პრობლემა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, რეგიონში კრიმინალური ვითარების ზრდა, დაურეგულირებელი საბაზრო ფასები და სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის საკითხებია, რომელიც წლებია აწუხებთ და ე.წ. მთავრობას რამდენჯერმე მიმართეს დახმარების თხოვნით, თუმცა უშედეგოდ. მათივე განმარტებით, ყოველი ძლიერი წვიმების შედეგად სოხუმის ნაწილი იტბორება, მიზეზი კი წყალგამტარი არხებია, რომელიც არ იწმინდება და შესაბამისად უხვი ნალექის შემთხვევაში წყალს ვერ ატარებს. რაც შეეხება კრიმინოგენურ მდგომარეობას, აფხაზი ჟურნალისტი გვიყვება, რომ ფაქტები განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გაიზარდა და დაზარალებულები მეტწილად უცხოელი ტურისტები არიან.
ცნობისთვის, 2016 წლის გაზაფხულზე ე.წ. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პირადი მრჩეველი სტუმრობდა. აფხაზი ჟურნალისტის ცნობით, პარტნიორმა ქვეყანამ რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია, პროექტები და შესაბამისი თანხა ჩამოიტანა. თუმცა, სამი წლის შემდეგაც აღნიშნული პროექტების ელექტრონული და ვირტუალური ვერსია შესაბამის უწყებებში ინახება, რეგიონი კი იგევე პრობლემის პირისპირ დარჩა.
საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, შავის ზღვის სანაპიროზე არსებული საკურორტო ზონებში, აფხაზეთის რეგიონთან შედარებით, არც კეთილმოწყობა, გართობა, თავგადასავლები, უსაფრთხოება და კომფორტი გვაკლია, მაგრამ გასულ წლებთან შედარებით ვიზიტორთა რაოდენობა მაინც მცირე იყო. ანაკლიაში, როგორც კი დასრულდა 4-დღიანი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, სასტუმროები იმ დღესვე უკვე ცარიელი იყო. ადგილობრივი მოსახლეობის მთავარი შემოსავლის წყაროც ასე დასრულდა. რუსული ემბარგო თუ არასწორი ეკონომიკური გათვლები, საკამათო თემაა, რომელიც მთავრობასა და ოპოზიციას შორის ხშირად გვესმის ტელეეთერებისა და სოციალური ქსელების საშუალებით. ფაქტი კი ჯიუტია. თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აცხადებს, რომ მიმდინარე წელს საქართველო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ტურიზმის რეიტინგში დაწინაურდა ორი ადგილით. ტურიზმის დინამიკა გაუმჯობესებულია და ამას საქართველოს საზღვრის კვეთის მონაცემთა ბაზით ადასტურებენ.
2019 წლის ზაფხულის საკურორტო სეზონისთვის და რეგიონის კეთილმოწყობისთვის ე.წ. აფხაზეთის მთავრობამ ვერ ამჯერად მოიცალა. ე.წ. რესპუბლიკა პრეზიდენტს ირჩევდა, სეპარატისტულ მთავრობას ისევ რაულ ხაჯიმბა უხელმძღვანელებს, ოპონენტი მალხაზ კვიცინია კი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სასამართლოში უჩივის. როგორც ჩანს, არც სხვა ოპოზიციის წარმომადგენელია არჩევნებით კმაყოფილი. საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქალები პოლიტიკაში” ხელმძღვანელი ინდა აგრბა ახალ საპრეზიდენტო არჩევნებს აანონსებს.
აფხაზეთი კი ისევ იგივე პრობლემებით დარჩა, სადაც საზღვარზე შემოსვლამდე გაგაფრთხილებენ გაუფრთხილდეთ პირად ნივთებს და არ ენდოთ საეჭვო გარეგნობის უცხო პირებს.
ლიკა შამათავა