LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიაში მილიონ ხეს დარგავენ – ტელემარათონი ხვალ იწყება (ფოტოები)

220
dania

თბილისის ყოფილი მერის – დავით ნარმანიას დაპირება მილიონი ხის დარგვასთან დაკავშირებით თავის დროზე ვერ შესრულდა. სამაგიეროდ, სკანდინავიის ქვეყანა მილიონი ხის დარგვას ნამდვილად აპირებს და ამისთვის  ორსაათიან ტელემარათონს სახელწოდებით “დანია ხეებს რგავს” ხვალ გამართავს.

ბრიტანული theguardian  ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამით დანია სხვა ქვეყნებსაც წაახალისებს და შესაძლოა, კამპანიამ მთელი მსოფლიო მოიცავს.

რაც შეეხება ტელემარათონს, 2 საათის მანძილზე მთელი ქვეყნის მასშტაბით თანხის შეგროვება მოხდება. ივენთის ორგანიზატორი მარტინ სანდსტრომი აცხადებს, რომ მაყურებლებს შეუძლიათ ორგანიზაციას 2, 4 მილიონი ევროთი დაეხმარონ, რაც ნერგების შეძენას და მათ დარგვას მოხმარდება.

ტვ2 -ის პროდიუსერი, სადაც მარათონი პირდაპირ ეთერში გადაიცემა, აცხადებს, რომ ყველამ იცის, როგორ სურთ კლიმატური კრიზისის მოგვარება ხეების დარგვით. “ვიმედოვნებ, რომ ხალხი იგრძნობს, ეს რამდენად მნიშვნელოვანია, მათ შეუძლიათ ამ პროცესის აქტიური ნაწილი გახდნენ, შემდეგ ახალ ტყეებში ვიზიტიც დაგეგმონ და უყურონ, ისიამოვნონ, როგორ იზრდება ხის ნერგები”, – აცხადებს ნიკოლაი ჰანსონი.

ივენთი კოპენჰაგენთან ახლოს მდებარე ტყეში გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g