პარფიუმერული კომპანია ”ისი-პარი” გაფართოებას განაგრძობს. კომპანიამ კიდევ ერთი ფილიალი გახსნა. როგორც ”ფორტუნას” ”ისი-პარიდან” აცნობეს, ახალი მაღაზია ამჯერად აღმოსავლეთ საქართველოში გაიხსნა.
„ისი პარი“ გეორგაფიულად მრავლდება. მოგეხსენებათ, რეგიონების მასშტაბით აქამდე მხოლოდ დასავლეთ საქართველოში ვიყავით წარმოგდენილი, უფრო კონკრეტულად: ფოთში, ქუთაისსა და ბათუმში , ამიერიდან კი ჩვენს მომხმარებელს შეუძლია ქალაქ რუსთავშიც გვეწვიოს”, – აცხადებენ კომპანიაში. მათივე ინფორმაციით, რუსთავის მაღაზიაში, რომელიც 165 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, წარმოდგენილია 100-ზე მეტი ბრენდი.
როგორც ”ისი-პარიში” განმარტეს, კომპანია გაფართოებას სამომავლოდაც გეგმავს.
ცნობისთვის, ”ისი-პარის” პირველი მაღაზია თბილისში 1995 წლის 29 მარტს, რუსთაველის გამზირზე გაიხსნა. ამ ეტაპზე ბრენდი საქართველოში 21 მაღაზიითაა წარმოდგენილი – აქედან 17 მაღაზია თბილისში მდებარეობს, დანარჩენი 4 კი – ფოთში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში.