ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე ქართველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია 55 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალიც მოიგო. ნუგზარ წურწუმიამ ზაკანშა 59 წამში დაამარცხა.
ყაზახეთის ქალაქ ნურსულთანში ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატში, საქართველოს სახელით ოთხი მოჭიდავე გიორგი მელია, შმაგი ბოლქვაძე, ლაშა გობაძე და ნუგზარ წურწუმია ასპარეზობდა.