ევროპული პროექტი საქართველოში – რუსთავის სკოლებთან ქვეითებისთვის განკუთვნილ გადასასვლელებზე მოსწავლეების სკულპტურები განთავსდა. ინიციატივის ავტორი “რუსთავსერვის ცენტრის” ხელმძღვანელია. “ფეისბუქ გვერდზე” ვკითხულობთ, რომ პროექტს ერთი მიზანი აქვს – აამაღლოს საგზაო მოძრაობის წესების შესახებ ცნობიერება.
“მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილება ძალიან მნიშვნელოანია, განსაკუთრებით სკოლებთან, სადაც ძირითადად გადაადგილდებიან მოსწავლეები. ერთ-ერთ ევროპულ ქალაქში ჩემი ყურადღება მიიქცია მოსწავლის იმიტაციამ, რომელიც განთავსებულია სკოლასთან არსებულ გადასასვლელზე და მძღოლისთვის ერთგვარი მანიშნებელია, რომ გზა დაუთმონ ქვეითებს. საქართველოში დაბრუნებისთანავე, ევროპული პროექტი ჩვენს ქალაქში განვახორციელე” – განაცხადა გიორგი გოროზიამ.
რა არის საგანი "მოქალაქე"
დღეიდან სწავლა დაიწყო - რა ახალი საგანი დაემატათ მოსწავლეებს
ქანდაკებები “რუსთავსერვის ცენტრის” დიზაინერი სამი თვის მანძილზე მუშაობდა. ისინი ამჟამად მხოლოდ სამ სკოლასთანაა. გოროზიცას ინფორმაციით, დაგეგმილია, ასეთვე სკულპტურების სხვა სკოლების წინ განთავსებაც.