ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში ადამიანის ჩონჩხის ფრაგმენტები იპოვეს.
სოფლის სიახლოვეს მდებარე მდინარის პირას ერთ-ერთმა ადგილობრივმა ცხედარი დილით ნახა და პოლიციას შეატყობინა. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, ცხედარი, სავარაუდოდ, მამაკაცს ეკუთვნის. ვინაობის დადგენის მიზნით მას ექსპერტიზა ჩაუტარდება.
მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.