LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგდა პაპიძე მის მიმართ გამოტანილ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

184

მაგდა პაპიძე მის მიმართ გამოტანილ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მეუღლისა და შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული მაგდა პაპიძის დედამ ლიანა შამუგიამ განუცხადა.

როგორც შამუგიამ აღნიშნა, მას შემდეგ, რაც ადვოკატებს განაჩენი ჩაბარდებათ, მაგდა პაპიძისთვის განსაზღვრული სასჯელი სააპელაციო სასამართლოში საკასაციო წესით გასაჩივრდება. მაგდა პაპიძის დედის თქმით, ისინი ასევე აპირებენ სარჩელის გაგზავნას სტრასბურგის სასამართლოში, თუმცა რა მოთხოვნები ექნებათ აღნიშნულ საჩივარში ამ დეტალებზე ჯერჯერობით ლიანა შამუგია არ საუბრობს.

მაგდა პაპიძის დედის თქმით, არსებობს კითხვები, რომელსაც პროკურატურამ პასუხები ვერ გასცა და აქედან გამომდინარე, ის იცავს საკუთარ შვილს. როგორც ლიანა შამუგია აცხადებს, მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა, დარეჯან მინდიკაური „რაღაცას მალავს და სრულ სიმართლეს არ ამბობს“.

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასჯელის ზომა, ნაფიც მსაჯულთა რეკომენდაციის საფუძველზე, მოსამართლემ განსაზღვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g