LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Pussycat Dolls ბრუნდება – გოგონები მსოფლიო ტურნესთვის ერთიანდებიან

563
18556820-7471297-image-a-140-1568681185327

ნიკოლ შერზინგერმა  Pussycat Dolls -ის  გაერთიანებისთვის მილიონიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

,,იქს ფაქტორის” 41 წლის წამყვანს, მსოფლიო მასშტაბით, 15 მილიონი ალბომი და 40 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული.

მუსიკალური კოლექტივი 2003 წელს ჩამოყალიბდა და მალევე გახდა ისეთი ჰიტების ავტორი, როგორიცაა “Don’t Cha” და “Buttons.” ჯგუფის წევრები არიან: ნიკოლ შერზინგერი, კარმი ბაჩარი, ელი რობერტსი, ჯესიკა სუტი, მელოდი ტორნტონი და კიმბერლი უაიტი.  

შეგახსენებთ, რომ ჯგუფი 2009 წელს დაიშალა, მიზეზი ნიკოლის ზედმეტი აქტიურობა გახდა, თუმცა, როგორც ჩანს, გოგონებმა განხეთქილება გვერდზე გადადეს და საერთო საქმისთვის გაერთიანდნენ.

წყაროს ცნობით, ნიკოლმა რამდენჯერმე განაცხადა უარი, შეერთებოდა ჯგუფს, თუმცა, საბოლოოდ გადაწყვეტილება მიიღო და მრავალმილიონიან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი.

სავარაუდოდ,  გოგონები ტურნეს მიმდინარე თვეს დააანონსებენ და ის უკვე 2020 წლისთვის  აიღებს სტარტს.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები