LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,სინამდვილეში ადამიანს მხოლოდ ოთხი სიამოვნება აქვს – საკვები, ძილი, სექსი და შურისძიება”, – ბენქსის ცნობილი ფრაზები

1545
20-things-you-didnt-know-about-banksy-mjsM90I

მართალია, გრაფიტისტებს შორის ბენქსი დიდი ხანია იქცა საკულტო ფიგურად, მაგრამ მისი ვინაობის დადგენა დღემდე შეუძლებელია, რადგან სკნდალურად ცნობილი ბრიტანელი მხატვარი, რომელიც ყოველთვის მწვავე სოციალურ პრობლემებს არგებს საკუთარ ნახატებს, დღესაც ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებს.

fortuna.ge გთავაზობთ – ბენქსის  ფრაზებს:

ყოველთვის უკეთესია ითხოვო პატიება მერე, ვიდრე ნებართვა მანამდე.

…ისე ცოტა გვაქვს სათქმელი სხვებისთვის და ისე ბევრი დრო…

გახდი საუკეთესო სიცრუის ხელოვნებაში და სხვა არაფრის სწავლა აღარ მოგიწევს.

დედების უმეტესობა მზადაა გააკეთოს ყველაფერი საკუთარი შვილისთვის, გარდა იმისა, რომ მისცეს უფლება იყოს ნამდვილი.

სინამდვილეში ადამიანს მხოლოდ ოთხი სიამოვნება აქვს – საკვები, ძილი, სექსი და შურისძიება.

არაფერია იმაზე საზარელი სანახავი, ვიდრე ნიჭიერი, თუმცა წარუმატებელი ადამიანი.

ყველაზე დიდ დანაშაულს არა ის ადამიანები ჩადიან, ვინც წესებს არღვევს, არამედ ისინი, ვინც ამ წესებს იცავს.

ყველა ადამიანი დარწმუნებულია, რომ თვითონაა გამონაკლისი წესიდან, არადა ამ წესს გამონაკლისი არ აქვს.

თუ შენი ქვეყნის დროშის ფრიალი მოგწონს, მაშინ ვერასდროს გახდები მისი ღირსი.

ჩვენ ვიზრდებით, მაგრამ საუბრის თემა მაინც არ ხდება საინტერესო.

როცა წასვლის დრო დგება, უბრალოდ ადექი და წადი ზედმეტი ფაციფუცის გარეშე.

დაარღვიე საზღვრები მანამდე, სანამ იპოვი იმას, რისთვისაც საზღვრებში დარჩენა მოგინდება.

რა საჭიროა რევოლუციის ხატვა, როცა შეგიძლია თვითონ გახდე რევოლუციონერი.

მაშინაც კი, როცა ვირთხების რბოლას მოიგებ, შენ მაინც ვირთხად დარჩენა მოგიწევს.

ყველაზე სახიფათონი ისინი არიან, ვისაც გაუთავებლად სამყაროს შეცვლა უნდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g