მსახიობ შორენა ბეგაშვილის 14 წლის გოგონამ გაიარა. ამის ამსახველ ვიდეოს შორენა საკუთარ გვერდზე აქვეყნებს და წერს “დღევანდელი დღე არ დამავიწყდება”.
ევა ბარბაქაძე უკვე საკმაო ხანია, თურქეთში, ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, სადაც ის სასწრაფო წესით გადააფრინეს გაუსაძლისი ტკივილების გამო და ორი ოპერაცია გაუკეთდა, ერთი ხერხემალზე, მეორე – ფეხზე. ამის შემდგომ მიმდინარეობს სარეაბილიტაციო კურსი, რომელიც სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობას მოიცავს, მათ შორის ცურვასაც.
დღემდე ევა სხვების დახმარებით დგამდა ნაბიჯებს, ახლა კი დამოუკიდებლადაც გაიარა.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/begashvili.shorena/videos/vb.100000870963612/1115866715119017/?type=2&theater” width=”600″ height=”400″ onlyvideo=”1″]
