LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Honda-მ  600 ძალიანი სარბოლო კუპე წარმოადგინა

150
honda-newsqwqw

იტალიურმა ფირმა ATS Automobili-მ სარბოლო სუპერქარი RR Turbo გააკეთა. კუპე სპეციალურად მრბოლელებისთვის შეიქმნა და ორკარიან მოდელს GT და Challange-ის ყველა კლასის ჩემპიონატზე აქვს გამოსვლის უფლება. გარდა ამისა, სპორტქარი გერმანულ ნაციონალურ სერია VLN-ზეც კი დაიშვება. ავტომობილის ფასი 110 ათასი ევროა და თანაც ეს გადასახადების გაუთვალისწინებლად.

ტრეკ-ქარი მოძრაობაში ორი ლიტრის მოცულობის Honda-ს ტურბოძრავს მოყავს. აგრეგატი სერიოზულადაა მოდიფიცირებული და 600 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია.

ავტომობილის შენებაში მონაწილეობა ისეთმა ცნობილმა კომპანიებმა მიიღეს როგორიცაა Michelin Motorsport, Sicom, Nardi Personal, D-Factory და Dtale. საჭირო დეტალებით უზრუნველყოფაზე კი Tractive Suspension, Teknogear, 3MO Performance, Atech და AIM იზრუნეს.

და ბოლოს, პირველ ავტომობილებს კლიენტები მომავალი წლის შემოდგომამდე მიიღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები