LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 2 თვის განმავლობაში თბილისში გველებთან დაკავშირებით 700 მეტი გამოძახება დაფიქსირდა

45

ბოლო 2 თვის განმავლობაში თბილისში გველებთან დაკავშირებით 700 მეტი გამოძახება დაფიქსირდა. როგორც ”ფორტუნას” თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა, თეიმურაზ ფხალაძემ განუცხადა, გამოძახებები დედაქალაქის მასშტაბით იყო, თუმცა ყველაზე მეტი ზარი სააგენტოში ფონიჭალის, ორთაჭალის, კრწანისის ტერიტორიიდან შევიდა. ყველა ზარზე სათანადო რეაგირება მოხდა. ფხალაძის განცხადებით, სააგენტოს თანამშრომლებმა 2 გამოძახების დროს შხამიანი გველი დაიჭირეს. ”ნუ შეეცდებიან თავად დაიჭირონ გველი, დაგვიკავშირდნენ, ვინაიდან შეიძლება გველი შხამიანი იყოს. იმისთვის რომ შემცირდეს გველების რაოდენობა, საჭიროა ეზოს, ქუჩის ტერიტორიის ნაგვისა და სამშენებლო მასალისგან გაწმენდა, რათა გველებს არ ქონდეთ დაბუდების საშუალება. ასევე არსებობს სპეციალური ხსნარები, რომლითაც შეიძლება ტერიტორიის დამუშავება” – განაცხადა სააგენტოს უფროსმა.

გველის აღმოჩენის შემთხვევაში მოსახლეობამ 112-ს უნდა მიმართოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები