LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბორჯომი ლიკანი“ აუქციონზე გაიყიდება – საწყისი ფასი 38 მილიონია

388
36607607-1699638073488383-4435132144955686912-n

სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ გაყიდვის მიზნით აუქციონი ერთი ან ორი თვის ვადაში გამოცხადდება. „საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, სასტუმროს საწყისი ღირებულება 38 მილიონი დოლარია.

ფოდნის ცნობითვე, სასტუმროს პრივატიზებისთვის საინვესტიციო წინადადებები მზადაა და ინვესტორების მხრიდან ინტერესთა გამოხატვას ელოდებიან.

„მზად გვაქვს საინვესტიციო წინადადებები “ბორჯომი ლიკანის” გაყიდვასთან დაკავშირებით და დაგზავნილია ინვესტორებთან. ველოდებით მათი მხრიდან ინტერესთა გამოხატვას. დაახლოებით ერთ ან ორ თვეში გამოცხადდება აუქციონი და საკონკურსო პირობებით გამოვლინდება ინვესტორი, რომელიც სასტუმროს შეიძენს“, – აცხადებენ „საპარტნიორო ფონდში”.

შეგახსენებთ, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“ ქართული და ყაზახური მხარის პარტნიორობით შეიქმნა და პროექტის ღირებულებამ 48 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს „საპარტნიორო ფონდმა“ ყაზახური მხარისგან სასტუმროს აქციების 50% შეისყიდა და სს „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის“ 100% აქციების მფლობელი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g