ტყიბულის მეშახტეებმა ხელფასის გადახდაზე დამსაქმებლისგან, ფაქტობრივად, უარი მიიღეს.
ცოტა ხნის “საქნახშირმა” გაავრცელა განცხადება, რომ კომპანიაში ფინანსური პრობლემებია და ამის შესახებ დასაქმებულებიც საქმის კურსში არიან.
"მეშახტეებს ანაზღაურება 15 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ"
ტყიბულში 15-მდე მაღაროელი შახტში ჩავიდა და ამოსვლაზე უარს აცხადებს
“კომპანია აქტიურ რეჟიმში აწარმოებს კონსულტაციებს სახელმწიფოსთან ერთად, რათა შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი გამოინახოს“, – აცხადებენ “საქნახშირში”.
შეგახსენებთ, 2018 წლის ივლისიდან შახტებში ნახშირს აღარ მოიპოვებენ, თუმცა კომპანიის ცნობით, 13 თვის განმავლობაში სახელმწიფოს თანადგომით ხელფასები მაინც გაიცემოდა.
“საქნახშირში” ამბობენ, რომ ეს თვეში მილიონ 200 ათასი ლარია.
შეგახსენებთ, დღეს დილიდან ტყიბულში შახტში მეშახტეები ჩავიდნენ და განაცხადეს, რომ იქამდე არ ამოვლენ, ვიდრე ხელფასებს არ მიიღებენ.