აფეთქება მოხდა რამდენიმე წუთის წინ თბილისში, საბურთალოზე. ჯიქიას 18ა ნომერში, მესამე საერთულზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივმა აირმა გაჟონა. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 25 წლის გოგონა, რომელიც უკვე გადაყვანილია დამწვრობის ცენტრში.
მომხდარის მიზეზი ამ დროისთვის ცნობილი არ არის. ადგილზე მუშაობენ სპეციალისტები, რომლებიც მომხდარის გამომწვევ მიზეზებს დაადგენენ.