LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მეტალიკამ” მეორე საქველმოქმედი კონცერტი დააანონსა (ვიდეო)

133
hetfield

ამერიკული მეტალ-ჯგუფი მეტალიკა რიგით მეორე საქველმოქმედო კონცერტს აანონსებს. შოუ სახელწოდებით “All Within My Hands” 2020 წლის 28 მარტს შედგება.

“ჩაინიშნეთ თქვენს კალენდარზე აღნიშნული თარიღი, თქვენ ნახავთ, რას ვსაქმიანობთ საქველმოქმედო ფონდის დაარსების დღიდან და ასევე შეიტყობთ, ვის ვეხმარებით, შოუს თავად დავხურავთ.”– აცხადებს ჯგუფი.

ცნობისთვის, საველმოქმედი ფონდი მუსიკალურმა კოლექტივმა 2017 წელს დააარსა. 2018 წლის კონცერტზე ჯგუფი მსმენელების წინაშე სპეციალური აკუსტიკური სეტით წარსდგა და ცოცხლად შესრულებული LP ჩაწერა. ასევე წინ პრემიერა გველოდება, ჯგუფმა სან-ფრანცისკოში სპექტაკლი ჩაწერა, რომელსაც 9 ოქტომბერს მსოფლიოს 3000 კინოთეატრში აჩვენებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები