შს ყოფილი მინისტრის კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, ქუთაისის მაჟორიტარობაზე შეთავაზება პრემიერისგან მიიღო. როგორც ნარჩემაშვილმა განაცხადა, მისი არჩევის შემთხვევაში მთავარი აქცენტი ქუთაისში სოციალური საკითხების მოგვარებაზე გაკეთდება. მანვე აღნიშნა, რომ მოსაგვარებელია დასაქმების საკითხი და ინფრასტრუქტურული პრობლემებიც.
კობა ნარჩემაშვილი ქუთაისის #49-ე ოლქშია მაჟორიტარობის კანდიდატი.