მერაია ქერი ბოლო დროს ყურადღებას იქცევს თავისი ექსტრაორდინარული ჩაცმულობით. მომღერალი, რომელმაც საგრძნობლად დაიკლო წონაში, ყოველდღე გვაოცებს თავისი გულახდილი კაბებით. მისი ყოველი გამოჩენა საზოგადოებრივი თავშეყრის ადილებში დიდ რეზონანს იწვევს. ამჯერადაც მომღერლის ფოტოები სან-ტროპეზეა გადაღებული, ქერი მეგობარ მამაკაცთან, ჯემი პაკერთან ერთად ადგილობრივ რესტორანთან გამოჩნდა.
მერაია ქერის ძალიან უხდებოდა მოკლე შავი დეკოლტირებული კაბა. მიუხედავად ასაკისა, მომღერალი საკმაოდ სექსუალურად გამოიყურება. მედიაში წერენ, რომ ქერიმ ბოლო დროს მკერდი გაიდიდა, რასაც ახალი ფოტოებიც ადასტურებს.