46 წლის ფრანგი ქალი და მისი 3 ქალიშვილი (8, 12 და 14 წლის) მაროკოელმა მამაკაცმა დანით დაჭრა.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში 8 წლის გოგონაა. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შემთხვევა საფრაგეთში, კერძოდ მონპელიესთან ახლოს, დასასვენებელ კურორტზე მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელს დედის ჩაცმულობა არ მოეწონა და ყვიროდა, “გამომწვევად აცვიაო”.
დანით შეიარაღებული პირი გოგონების ჩაცმულობამაც გააღიზიანა, რომლებსაც შორტები ეცვათ.
თავდამსხმელი 37 წლის მაროკოელი მამაკაცი, მუჰამედი ბუფარკაუჩია. იგი დაკავებულია.