LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში 82 წლის მამაკაცმა პოლიციელებს სცემა

211
6c8bb439f78d2818cf0a18b679522b8a-XL

კახეთში, სოფელ ბოდბისხევში 82 წლის კაცი, თავს პოლიციელებს დაესხა. “ფორტუნას” ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში განაცხადეს, ინციდენტი 24 სექტემბერს, საპატრულო პოლიციის მიერ მანქანის შემოწმების შემდეგ დაიწყო.

ეკიპაჟმა გააჩერა მანქანა რა დროსაც მძღოლის გვედით მჯდომი მგზავრი მანქანიდან გადავიდა და საეჭვოდ იქცეოდა. მოგვიანებით კი როდესაც აღმოჩნდა, რომ მას თან იარაღი ჰქონდა, ის გაიქცა.

“ამ პირის მიმართ დევნა განხორციელდა. მამაკაცი თავის საცხოვრებელ სახლში შევიდა, სადაც პირის მამა, დედა გამოვიდნენ და სამართალდამცველს დაკავებაში ხელი შეუშალეს, რა დროსაც პოლიციელმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო”, – აცხადებენ შსს-ში.

პირმა, რომელსაც იარაღი აღმოაჩნდა, გაქცევა მოახერხა, პოლიციელებმა კი თავდასხმისთვის მისი 82 წლის მამა დააკავეს.

გამოძიება დაწყებულია და ორი მუხლით მიმდინარეობს – 253 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამართალდამცველზე თავდასხმას გულისხმობს; და 236 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას ან შენახვას გულისხმობს, რაც თავისუფლების აღკვეთით ისჯება სამიდან ექვს წლამდე ვადით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g