თბილისში, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში, კორპუსის ნგრევის საშიშროების გამო მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.
გავრცელებული ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა 18 ოჯახის ევაკუაცია განახორციელეს.
ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციის, სასწრაფო და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
დამატებითი დეტალების დაზუსტებას “ფორტუნა” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ცდილობს.