LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერის ბაღში ჭადრაკის საერთაშირისო დღე აღინიშნა

76

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ვერის ბაღში, ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლეგენდარულმა ჩემპიონებმა, ყოფილმა მოჭადრაკეები, სპორტისა და ხელოვნების წარმომადგენლებმა, ინტელექტ კლუბის ”რა? სად? როდის?” წევრებმა, ჭადრაკის მოყვარულებმა და ჟურნალისტებმა.

ვერის ბაღში, ჭადრაკის სასახლესთან მოწყობილ საჭადრაკო დაფებზე საჩვენებელ და ერთდროული თამაშის სეანსებში მონაწილეობა მიიღეს – ნანა ძაგნიძემ, ლელა ჯავახიშვილმა, ნინო ხომერიკმა, ჭადრაკის თამაში ასევე შეეძლო ყველა მსურველს.

საჩვენებილი შეხვედრა გაიმართა მოჭადრაკეებს, კლუბის “რა სად როდის” წევრებსა და მოჭიდავეებს – ოლიმპიურ ჩემპიონ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ მანუჩარ კვირკველიასა და მსოფლიოს ჩემპიონ რამაზ ნოზაძის მონაწილეობით.

საქართველოში ჭადრაკის საერთაშორისო დღე უკვე 5 წელია აღინიშნება. 20 ივლისს ასევე აქტიურად ზეიმობენ მსოფლიოს საჭადრაკო ფედერაცია – „ფიდეს” წევრ 187 ქვეყანაში.

ჭადრაკის საერთაშორისო დღე 20 ივლისი პირველად 1924 წელს პარიზში აღნიშნეს, როდესაც მსოფლიოს ჭადრაკის ფედერაცია (FIDE) ოფიციალურად დაარსდა.

 

MSY_0784

MSY_0719

MSY_0764

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g