პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის შვილი ჯერ მხოლოდ სამი წლისაა, თუმცა მოდის სამყაროზე გავლენა უკვე აქვს. კომპანია Rakuten Marketing-ის კვლევის შედეგებით, ბრიტანეთის ოჯახის პატარა წევრი საბავშვო მოდის ეტალონია.
გამოკითხვის შედეგად, რესპონდენტების მესამედზე მეტი (39%) ამბობს, რომ ქეითის და უილიამის შვილი ბავშვებისთვის სამოსის არჩევის დროს მათზე დიდ გავლენას ახდენს.
სტატისტიკას ეხმიანება პრინც უილიამის ბევრი სამოსის შემქმნელი, დიზაინერი რეიჩელ რაილიც. მისი თქმით, სამოსი, რომლითაც ჯორჯი ერთხელ მაინც გამოჩნდება საზოგადოებაში, ელვის სისწრაფით იყიდება.
ყველაზე მოდური ბავშვების სიაში მეორე და მესამე ადგილას ვიქტორია და დევიდ ბექჰემების შვილები, რომეო და კრუზი არიან.




