LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Audi A1 ნამდვილ „ბოროტებად“ გადააქციეს

82
aud-news232311

ატელიე ABT Sportsline-მა ჰეტჩბეკი Audi A1-ის უნიკალური ვერსია შექმნა. პროექტს – „ერთი ერთში“ ეწოდა, რადგან ის ერთადერთ ეგზემპლარად შეიქმნა და მისი ანალოგი აღარ დამზადდება. სპორტქარს კაპოტის ქვეშ 2.0 TFSI აქვს დამონტაჟებული და მას 310 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია. ეს კი ცოტა უფრო მეტია ვიდრე A1 Quattro-ს 256 ცხენის ძალა. რაც შეეხება გახურების დინამიკას – ეს ინფორმაცია ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ რჩება.

Audi A1 One of One-მა მასიური ძარა, ახალი კაპოტი, წინა ბამპერი და გამონაბოლქვის სისტემა მიიღო. საბურავები 19 დიუმიანია, რაც მოდელის ვიზუალს იდეალურად ავსებს.

აღსანიშნავია, რომ მსურვეელებს ჰეტჩბეკის დაპროგრამებაც შეეძლებათ, რაც ძრავის სიმძლავრეს გაზრდის და ბუნებრივია, ეს მოდელის ღირებულებაზეც აისახება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g