იაპონიაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პანსიონზე დანით შეიარაღებული მამაკაცის თავდასხმის შედეგად სულ მცირე 19 ადამიანი გარდაიცვალა, 45 კი დაიჭრა.
ინციდენტი ქალაქ საგამიხარაში მოხდა, კანაგავას პრეფექტურაში. „ბიბისის“ ინფორმაციით, 26 წლის დამნაშავე დაკავებულია. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ის თავად ჩაბარდა სამართალდამცველებს.
თავდამსხმელის მოტივზე ცნობილი, ჯერ-ჯერობით, არაფერია. იგი პოლიციაში მივიდა და განაცხადა, რომ პანსიონს დაესხა თავს.