მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ მაია ცქიტიშვილის კომპეტენცია ეჭქვეშ დააყენა.
მან განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროში ტენდერები გამჭვირვალედ არ ტარდება, თუმცა არ იცის რამდენად არის კორუფციაში ჩართული თავად ცქიტიშვილი.
„მაია ცქიტიშვილს საერთოდ წარმოდგენა არა აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ მე არ ვიცი, რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა მილიარდებს აბარებენ.
შეიძლება ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ მაია ცქიტიშვილის ხელში თანხა არ დაიკარგება კორუფციული თვალსაზრისით, მაგრამ მე მას ვურჩევ, რომ მაია ცქიტიშვილის ქვემოთ ჩაიხედოთ, როგორ მიდის ტენდერები, რანაირი ტიპის კორუფციაა ინფრასტრუქტურის სისტემაში,“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.