მასაჩუსეტსში მდებარე ატელიე Factory Five-მა დრიფტისთვის განკუთვნილი სატვირთო ააწყო. მოდელი Ford Performance-ის ძრავითაა აღჭურვილი და 800 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია.
ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ავტომობილი Charlotte Motor Speedway-ის ავტოდრომზე გადაადგილდება. შეგახსენებთ, რომ ეს სწორედ ის ტრასაა, სადაც ამერიკული სერია Monster Energy NASCAR Cup, XFINITY და Gander Outdoors Truck ტარდება ხოლმე.
დრიფტის დროს სატვირთოს საჭესთან Nascar-ის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული ჯოუი ლოგანოა მოკალათებული.
დანარჩენის ნახვა კი უკვე ვიდეოში შეგიძლიათ.