LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიგში რაჭაა – კახეთში რთველი დასკვნით ეტაპზეა

115
1

4 ოქტომბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 223 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული: 133 ათასი ტონა რქაწითელი, 71 ათასი ტონა საფერავი, 5 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

კახეთში ღვინის საწარმოებს მოსავალი 21 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.

კახეთში რთველის უკვე დასკვნით ეტაპზეა. მოსავლის დაბინავება აქტიურად ამ დროისთვის საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

5 ოქტომბერს კი რთველის საკოორდინაციო შტაბი იხსნება ამბროლაურში. ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები  ადგილზე უკვე მობილიზებულები არიან, რომ რთველი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში შეუფერხებლად და ორგანიზებულად ჩატარდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g