ნანუკა ჟორჟოლიანი ჟურნალისტ ნოდარ მელაძის პროკურატურაში დაბარებას ეხმაურება. ჟურნალისტებთან საუბრისას ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ პრემიის გამო, ჟურნალისტების გამოკითხვაზე დაბარება, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება.
“რომელ ქვეყანაში შეიძლება ვინმეს თავში აზრად მოუვიდეს, რომ ვინმემ პრემია გამომიწეროს და დაკითხვაზე დამიბარონ”, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა
მე ვფიქრობ, რომ პროკურატურა ერთობა, მოიწყინეს, გასართობი საქმე აღარ აქვთ და ერთობიან. ნიკა გვარამიას საქმე მაინც სხვაა და გასაგებია, ვიდრე „მთავარი” ეთერში შევიდოდა, თითს გვიქნევდნენ, მაგრამ ჟურნალისტი დაიბარო იმის გამო, რომ მას პრემია გამოუწერეს, ვფიქრობ, აბსოლუტურად დიდ უსაქმურობასთან გვაქვს საქმე.
პროკურატურამ ზუსტად იცის, რომ ამით ვერც ნოდარ მელაძეს შეაშინებს, ვერც სხვებს. გაბუნიას და მელაძეს სასაცილოდ არ ჰყოფნით, რომ პრემიების გამო იბარებენ. არ მგონია, რომ ამით ჩვენ ხელს გვიწევდნენ. მგონია, რომ უნდათ მუდმივად “მთავარის” თემა მუსირებდეს. სხვა ლოგიკას არ ექვემდებარება და არაფერში წერია ეს. რომელ ქვეყანაში შეიძლება ვინმეს თავში აზრად მოუვიდეს, რომ ვინმემ პრემია გამომიწეროს და დაკითხვაზე დამიბარონ. ნოდარ მელაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა
ნოდარ მელაძე გამოკითხვაზე „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის საქმეზე დაიბარეს
ცოტახნის წინ ნანუკა ჟორჟლიანმა ფეისბუქში დაწერა, რომ გულდასაწყვეტია რომ პროკურატურაში არ დაიბარეს.
მე არ დამიბარეს პროკურატურაში:( არადა გაერთობოდა კაცი. fილინგ სედ.
https://www.facebook.com/nanuka.zhorzholiani/posts/10157621914659350