დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე მიიღო. წინასასამართლო სხდომა 15 სექტემბერს, 11:00 საათზე დაინიშნა.
დღევანდელ პროცეზე ბრალდებულმა, გიორგი ხაბელაშვილმა, პროკურატურა ზეწოლის განხორციელებაში დაადანაშაულა. მისი მტკიცებით, დაკავების მომენტში, მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც ხაბელაშვილმა აღნიშნა, მის წამებაში მონაწილეობას რამდენიმე პირი, მათ შორის „მთავარი პროკურორი და საქმის პროკურორი ღებულობდა”. აღნიშნული განცხადება ხაბელაშვილმა სასამართლო პროცესზე გააკეთა თუმცა მას არ დაუკონკრეტებია თუ ვინ იგულისხმა მთავარ პროკურორში.