ნინო ბარათაშვილი სოციალურ ქსელში არსებულ სოციალურ ვითარებაზე წერს და მიაჩნია, რომ თბილისობა წელს საერთოდ არ უნდა ჩატარებულიყო. მისი არგუმენტით, ეს ხალხის დღესასწაულია, თუმცა მათ საზეიმო არაფერი აქვთ:
“ერთი ნამცეციც არ გაეცით!
ბატონო კახა!
“თბილისობა” ხალხის დღესასწაულია და ხალხმა უნდა იზეიმოს; წელს სულაც რომ არ ჩაგეტარებინათ სათქვენო ზეიმი კარგზე კარგი იქნებოდა!
რატომ?
პასუხს გთავაზობთ:
— იმიტომ რომ ხალხს არ გვეზეიმება ბატონო!
— გია ყანჩელის “ყვითელი ფოთლები” ყრია გარშემო..
— თბილისის სანაგვე ურნებთან რიგები დგას, ბატონო!
— ონკოლოგიურ კლინიკაში ავადმყოფებთან ერთად ექიმებიც
შიმშილობენ!
— გარეჯის მონასტერი სისხლისგან დაიცალა!
— ოკუპანტები საქართველოს პარლამენტში სხედან!
— თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველ
მიგრანტთა რიგი დგას!
— საქართველოს არაფორმალური მმართველი ხალხს
დასცინის! დასცინის! დასცინის!
— 2020-ის არჩევნებისთვის ხალხს უფრო დიდი
მოცულობის კარტოფილის და ხახვის “ნაღმს” უმზადებენ!
— ხალხი ღარიბდება; ბანკი და ხელისუფლება
მდიდრდება!
იზეიმეთ, ბატონო, თქვენთვის, საკუთარ ჭერქვეშ, ისე, რომ
სხვა არ შეაწუხოთ!
უკვე ცნობილია, რომ თქვენი ნასუფრალიდან მშიერთ არასდროს დააპურებთ!” – წერს ნინო ბარათაშვილი.
ისევე, როგორც თქვენი საქორწინო გიგანტური მარწყვის ტორტიდან ერთი ნამცეციც არ გაეცით უპოვართათვის.