LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყუპი ძმები მამები ერთსა და იმავე დღეს გახდნენ [ფოტოები]

541
72685283-889411864792132-8428244453583486976-n

სასიამოვნო დამთხვევა და ამაღელვებელი სიურპრიზი – მინესოტას შტატში ტყუპისცალი ძმები მამები ერთსა და იმავე დღეს გახდნენ. ეშლი და პატ იანგის ვაჟი –  ჯეკი Woodwinds Hospital- ში 19 სექტემბერს, საღამოს 6:01 საათზე დაიბადა. რამდენიმე საათის შემდეგ, სამყაროს ჯეკის ბიძაშვილი, კუპერ იანგი მოევლინა.

რაც იმას ნიშნავს, რომ ბიძაშვილები დაბადების დღეს ერთსა და იმავე დღეს,  19 სექტემბერს აღნიშნავენ.

იმის მიუხედავად, რომ თავად ძმები 2 წუთის ინტერვალით დაიბადნენ, ამ სასიამოვნო დამთხვევით ჩვილის მშობლები გაკვირვებულები დარჩნენ.

,,პეტმა მომწერა საავადმყოფოში მივდივარ, პაულმა უთხრა- ჩვენ უკვე აქ ვართ. ბუნებრივია, ბავშვის გაჩენას ვგეგმავდით, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდით რომ ერთსა და იმავე დღეს დაიბადებოდნენ”- ამბობს ფელისია, პაულის მეუღლე.

პეტის მეუღლე, ეშლი იანგი კი იმედოვნებს, რომ ჯეკი და კუპერი საუკეთესო მეგობრები გახდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g