ბარაკ ობამას უმცროსი შვილი დასაქმდა. 15 წლის საშა მასაჩუსეტსის შტატში, კუნძულ მართას ვინიარდზე ერთ-ერთ რესტორანში მოლარედ მუშაობს. ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ გოგონამ სამსახურის დაწყებამდე მოსამზადებელი კურსი გაიარა.
„საშა დაწესებულების პირველ სართულზე მუშაობს. თავდაპირველად ძალიან გაგვიკვირდა, რატომ ეხმარებოდა მას ექვსი ადამიანი, თუმცა შემდეგ გავარკვიეთ მისი ვინაობა,“ – ამბობს თვითმხილველი.
საშას მუშაობის პერიოდში რესტორნის შესასვლელთან და სალაროსთან დაცვის სამსახურის წარმომადგენლები მორიგეობენ.
სამუშაო ადგილი შემთხვევით არ შეარჩიეს. კუნძული მართას ვინიარდი პრეზიდენტის ოჯახის მუდმივი დასასვენებელი ადგილია, თევზეულის რესტორანს კი, სადაც საშა მუშაობს, ბარაკ ობამა ოჯახთან ერთად ხშირად სტუმრობს ხოლმე. მედიის ინფორმაციით, გოგონა დღეში 4 საათის მანძილზე მუშაობს, შაბათს ისვენებს და ოჯახთან ერთად ატარებს დროს.
ობამების უფროსი ქალიშვილი კი, 18 წლის მალია სტაჟირებას გადის ესპანეთში მდებარე აშშ-ს საელჩოში.
Keeping it real. First Daughter Sasha Obama working summer job as take-out cashier on Martha’s Vineyard. pic.twitter.com/DGg488gEWR
— Mike Sington (@MikeSington) August 4, 2016