LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ფლაი დუბაი” თბილისის მიმართულებით ფრენების გაზრდას გეგმავს

225

”დაბი ჯგუფთან” შეთანხმებით, ავიაკომპანია ”ფლაი დუბაი” თბილისის მიმართულებით ფრენების გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ ”ფორტუნას” ”დაბი ჯგუფის” აღმასრულებელმა დირექტორმა სამი ედვარდმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, არაბული ბიზნეს ჯგუფი ავიაკომპანიასთან ხელშეკრულებას გააფორმებს, რომლის მიხედვითაც, დუბაიდან თბილისის მიმართულებით ფრენების რაოდენობა გაიზრდება.

”ჩვენ ვგეგმავთ, რომ საქართველოში ტურისტების ახალი ნაკადი მოვიზიდოთ. ჩვენი მიზანია, ქვეყანაში ისეთი ვიზიტორები ჩამოვიყვანოთ, რომლებიც საქართველოში აქამდე არასდროს ყოფილან. ამიტომ მინდა დავამშვიდო სხვა სასტუმროები. ჩვენ მათთან შეჯიბრებას არ ვაპირებთ”, – განაცხადა სამი ედვარდმა.

”დაბი ჯგუფი” 7- ვარსკვლავიანი სასტუმრო ”ბილტმორ თბილისის” მფლობელი კომპანიაა. სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონი დოლარია, 31 ივლისს გრანდიოზულად გაიხსნა. ე.წ იმელის შენობის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენებული სასტუმრო 214 ნომრიანია. არაბულმა „დაბი ჯგუფმა” ობიექტის („იმელის” შენობა და მიმდებარე ტერიტორია) 80%-იანი წილი “კაპიტალ ვოსტოკისგან” 2008 წლის მარტში 22 მილიონ დოლარად იყიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g