ცნობილი მევიოლინე ვანესა მეი უკვე ბათუმშია. ის სასტუმრო “ჰილტონში” დაბინავდა და ხვალ, “ბლექ სი არენაზე” გასამართი კონცერტისთვის ემზადება.
მეი ამ დრომდე ნომრიდან არ გამოსულა. ახლახან კი, საკუთარ მენეჯერთან ერთად, სასტუმროს წინ მდებარე ბაღში გამოჩნდა, სადაც ძაღლი გაასეირნა.
ხვალინდელი კონცერტისთვის ყველაფერი მზადაა. მუსიკოსმა გენერალური რეპეტიცია ორკესტრთან ერთად უნდა გაიაროს.