ამერიკული სადაზღვეო კომპანიის სპეციალისტებმა ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, რომ ავარიაში მოხვედრილი მძღოლების გარდაცვალების შანსი 28%-ით იზრდება მაშინ, როცა დაზარალებულ ავტომობილთა შორის ერთ-ერთი ყველგანმავალია.
ერთი შეხედვით ეს არც თუ ისე კარგი ამბავია, თუმცა სინამდვილეში პროგრესი სახეზეა. ადრე კროსოვერები 132%-ით უფრო საშიშები იყვნენ ვიდრე ჩვეულებრივი მსუბუქი ავტომობილები.
კვლევაში 1989 წლიდან 2016 წლამდე მომხდარი ავარიები შეისწავლეს და 2016 წლის ბოლოსთვის, კროსოვერების მძღოლების დაღუპვის რისკი საგრძნობლად შემცირდა.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ საფრთხე აღარ არსებობს და ყველგანმავალები კვლავინდებურად საშიშ ტრანსპროტთა სიაში არიან.