LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჭიროა თუ არა რეფერენდუმი ქორწინების საკითხზე?

50

გიორგი მარგველაშვილმა თავისი ქმედებებით ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა, ამიტომ ვითხოვთ მის გადადგომას, ამის შესახებ რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომელიც ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯგუფის ერთერთი წევრია. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა ნახევარი მილიონი ხელმომწერის სურვილი და უარი განაცხადა რეფერენდუმის ჩაატრებაზე.

”ე.წ. პრეზიდენტისგან უარს ველოდი, ვინაიდან ის ჰომოსექსუალების აქტიური დამცველია და სურს მამაკაცის მამაკაცზე დაქორწინება დაკანონდეს. მარგველაშვილი გიგა ბოკერიას გავლენის ქვეშ არის მოქცეული და მისი რიტორიკა ”ნაციონალური მოძრაობის” რიტორიკის იდენტურია”, განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

რაც ეხება ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივას, როგორც ბრეგაძემ განმარტა, არის საფრთხე, რომ საქართველოში ერთიდაიმავე სქესის ადამიანების ქორწინება დააკანონონ და ამიტომ მიიჩნევს საჭიროდ, კონსტიტუციით განისაზღვროს, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია.

”წელს ერთერთმა მოქალაქემ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომ ორგანული კანონი მოდის წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან. ვინაიდან ორგანულ კანონში წერია, რომ ოჯახი არის მამაკაცისა და ქალის ერთობა, ხოლო კონსტიტუციაში – არა. საკონსტიტუციო სასამართლოს ნებისმიერ მომენტში შეუძლია დაკმაყოფილოს ასეთი მოქალაქეების მომართვა და გაააუქმოს ორგანულ კანონში არსებული ჩანაწერი და დააკანონოს ჰომოსექსუალ წყვილთა ქორწინება, რაც რის სააკაშვილის, მარგველაშვილისა და სოროსის აუხდენელი ოცნება. კონსტიტუციაში თუ ჩაიწერება, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა, მაშინ ჰომოსექსუალ წყვილთა ქორწიენბას ვეღარ დაკანონებენ” – განმარტა სანდრო ბრეგაძემ.

საინიციატივო ჯგუფის მოსაზრებას არ იზიარებს სამოქალაქო სექტორი. როგორც ”მედიის განვითარების ფონდის” წარმომადგენელმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში, განაცხადა, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ისედაც არ მოიცავს ერთიდაიმავე სქესის ადამიანების ურთიერთობის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას და კონსტიტუციაში დამატებითი ჩანაწერი საჭირო არ არის.

”კონსტიტუცია უნდა უზრუნველყოფდეს, რომ უმცირესობა დაცული იყოს უმრავლესობის დიქტატისგან. რატომღაც ეს საკითხი წინასაარჩევნო პერიოდში წინა პლანზე წამოვიდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ცდილობენ სხვა მნიშვნელოვანი საკითხები გადაიფაროს.  არცერთი სოციოლოგიური კვლევა არ ადასტურებს, რომ რეფერენდუმის საკითხი აინტერესებს საზოგადოებას” – განაცხადა თამარ ხორბალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g