ყველაზე ხმაურიანი განქორწინების პროცესი კიდევ უფრო ხმაურიანი ხდება. გასულ უქმეებზე ემბერ ჰერდისა და ჯონი დეპის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა, რომელმაც სკანდალის გარეშე არ ჩაიარა. ემბერ ჰერდს სხომაზე ჩვენება უნდა მიეცა, თუმცა ამის ნაცვლად ისტერიკა მოაწყო.
თვითმხილველების ინფორმაციით, ემბერი ტიროდა და ხმამაღლა ყვიროდა.
მსახიობი სასამართლო დარბაზში 9 საათი იმყოფებოდა და ამ პერიოდის განმავლობაში ის დაკითხვაზე ორჯერ გაიძახეს, თუმცა ემოციების მოთოკვა ვერცერთხელ ვერ შეძლო.
ჯონი დეპს საკუთარი თავის დასაცავად 20-ზე მეტი მოწმე ჰყავს, ისინი მზად არიან, დეპის სასარგებლოდ ნებისმიერ დროს მისცენ ჩვენება. ჰერდის ადვოკატი კი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს 7 მოწმე ჰყავს.