ჩარგლის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, 12 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე #17, #60, #94 და #95 ავტობუსების მოძრაობის მარშრუტი იცვლება. როგორც თბილისის მერიიაში აცხადებენ, აღნიშნული ავტობუსები გურამიშვილის გამზირიდან შემდეგი მიმართულებით იმოძრავებენ: ალ. ბარამიძის ქ. – გამყრელიძის ქ. – ურეკის ქ. – ანაპის დივიზიის ქ. – შემდეგ კი არსებული, ძველი მარშრუტით გააგრძელებენ გადაადგილებას.
რაც შეეხება უკუმიმართულებით მოძრაობას, ავტობუსები გადაადგილდებიან იგივე ქუჩების გავლით.
ჩარგლის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, სამშენებლო კომპანია შპს „ენკო“ ახორციელებს. სამუშაოების დამთავრებისთანავე, ავტობუსები ჩვეული მარშრუტით იმოძრავებენ.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს იხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.