LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოლანდია დამარცხებულია, დაცვა მისახედია

60

საქართველოს ნაკრებმა მერიის თასზე პირველი თამაში ჰოლანდიას მოუგო.
ქართველებმა მეტოქე 77:66 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრებს რევანშის სურვილი კლავდა – ჰოლანდიამ ხომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს დაძაბულ ბრძოლაში მხოლოდ ერთი ქულით სძლია და სწორედ „ნარინჯისფერებმა“ მოუგეს ქრთველებს 2012 წლის ევროსაკვალიფიკაციო ტურნირში ორიდან ერთი შეხვედრა.
ამის შესახებ მატჩამდე ჰოლანდიელთა მწვრთნელმა, ტუნ ვან ჰელფტერენმაც აღნიშნა, საქართველო რევანშის ასაღებად ითამაშებსო.

საერთოდ კი, ჰოლანდიასთან მატჩი კარგი გამოდგა. ილიას ზუროსი როტაციას ხშირად მიმართავდა და ძირითადი ხუთეულის მოთამაშეებს ასვენებდა.

კარგია, რომ ჩვენი ახალი ამერიკელი მაიკლ დიქსონი გუნდს მშვენივრად შეეწყო. მას ჩაგდებაც ეხერხება და პასებიც.
სხვა ჩვენი კალათბურთელებიც კარგები იყვნენ, მით უმეტეს, რომ ისინი კიდევ მოუმატებენ და ყველა მთგანი ოპტიმალურ ფორმაში ჯერ არ არის.
სასეირო კომბინაციებისა და ლამაზ ჩაგდებებს რა ჯობია, მაგრამ პარალელურად რომ მეტოქეც იმდენივე ქულას აგროვებს, ეს უკვე კარგი ვერ იქნება.
ილიას ზუროსის საზრუნავი სწორედ დაცვაა. ჰოლანდიასთან მატჩი საამისოდ კიდევ ერთი გაკვეთილია.

დღეს საქართველო უკრაინას შეხვდება, რომელმაც ტურნირის გახსნის მატჩში რუსეთთან წააგო.

ილიას ზუროსი (საქართველოს მწვრთნელი):
პირველ რიგში მივულოცავ ჩვენს მოთამაშეებს და ყველა გულშემატკივარს დღევანდელ გამარჯვებას. ეს იყო ჩვენი პირველი მოსამზადებელი საშინაო მატჩი და ყველამ მაქსიმუმი გააკეთა. მჯერა, ჩვენი მოთამაშეების და დარწმუნებული ვარ გაცილებით უკეთესად შეუძლიათ დაცვაში თამაში, რადგან დაცვა არის ის, რამაც უნდა მოგვაგებინოს ევროშესარჩევი მატჩები და გაგვიყვანოს ევროპის ჩემპიონატზე. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც სპორტის სასახლეში მოვიდნენ და მხურვალედ გვიქომაგეს.

nakrebi2016-meris tasi-12 agvisto2

nakrebi2016-saniki

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g