LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში დააკავეს ბანდა, რომელიც რეალისა და ატლეტიკოს ფეხბურთელებს ძარცვავდნენ

125
2398934-49877450-2560-1440

ესპანეთის პოლიციამ დააკავა ქურდების ბანდა, რომლებიც სპეციალიზირებული იყვნენ ცნობილი ფეხბურთელების სახლების ძარცვაზე.

ოპერაციისას ოთხი დაკავება მოხდა მადრიდსა და ტოლედოში. ერთ-ერთი დაკავებული 2007 წელს ძალადობისთვის იყო ნასამართლევი.

ეს ბანდა თავს დაესხა „რეალისა“ და „ატლეტიკოს“ ფეხბურთელების სახლებს, რომელთა შორის კაზემირო, ისკო და ალვარო მორატა იყვნენ. დაზარალდა „რეალის“ თავკაცი ზინედინ ზიდანიც. განსაკუთრებით არ გაუმართლა „ატლეტიკოელ“ ტომას პარტეუს, რომლის სახლში დაუკითხავად ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ შევიდნენ.

ქურდების მსხვერპლთა რიცხვში არიან ჟორდი ალბა, კევინ პრინს ბოატენგი, გაბრიელ პაულისტა, ლუკას ვასკესი, ეზეკილ გარაი, ხოაკინი, რაფაელ ვარანი და ვილიამ კარვალიო.

ამ სეზონში მადრიდელთა დერბი „ვანდაზე“ შედგა და 0:0 დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები