მესტიაში, სოფელ ცხუმარში, ძმამ ცივი იარაღით ძმა მოკლა. გავრცელებული ინფრომაციით, ძმები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მოკლული მამაკაცი პედაგოგი იყო.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთდაპირისპირება უძღოდა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღი ამოიღეს. ძმის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.